ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე 7 ოქტომბერს დებატები გაიმართება

05.10.26 18:41
ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე 7 ოქტომბერს დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები და რეზოლუციის კენჭისყრა გაიმართება, - ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული.

ევროპარლამენტის დღის წესრიგის თანახმად, დებატები სახელწოდებით - „მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მცდელობები საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ“ 7 ოქტომბერს გაიმართება.

ევროპარლამენტში დებატები ადგილობრივი დროით 19:00 საათიდან დაიწყება. ასევე, ევროპარლამენტარები აღნიშნულ საკითხზე რეზოლუციას კენჭს 8 ოქტომბერს უყრიან.

მსგავსი სიახლეები