ნუ დავჭამთ ერთმანეთს, ერთი სამშობლო გვაქვს - "ლელო" მთავრობას მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდებს

08.11.21 11:21
ნუ დავჭამთ ერთმანეთს, ერთი სამშობლო გვაქვს - "ლელო" მთავრობას მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდებს

"ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, ხელისუფლებას მოუწოდა, სასწრაფოდ დაიწყოს მოლაპარაკებები ოპოზიციასა და მთავრობას შორის. "ლელოს" მოთხოვნები უცვლელია, ოპოზიციური პარტია მოითხოვს, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში და წარსდგეს ის დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე. 

მიდის საზოგადოების პოლარიზაცია. სამწუხაროდ, არჩევნებმა ვერ მისცა ქვეყანას გადატვირთვის საშუალება. ჩვენი ქვეყანა გადის საკმაოდ სახიფათო მონაკვეთს ისტორიის. დაპირისპირება აღწევს ძალიან მაღალ ტემპერატურას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ დავაყენოთ ქვეყნის ინტერესები ყველაზე მაღლა. აქედან გამომდინარე ჩვენ, პარტია "ლელო", მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ თავიდან ავიცილოთ დაპირისპირება და ის შესაძლო ძალიან ცუდი სცენარი, დავიწყოთ სასწრაფოდ მოლაპარაკება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. მიხეილ სააკაშვილი უნდა იქნას გადაყვანილი და მეორე მოთხოვნაა, რომ მას უნდა მიეცეს სამართლიან სასამართლოზე წარდგენის საშუალება. თუ ხელისუფლება სიტუაციას გაამწვავებს, დასტაბილურება იქნება რთული.

ჩვენ მზად ვართ, დავიწყოთ სასწრაფოდ მოლაპარაკებები, რომ ქვეყანას ავარიდოთ მოსალოდნელი ქაოსი და დაძაბულობა, რომელიც გველოდება, ნუ დავჭამთ ერთმანეთს, ერთი სამშობლო გვაქვს", - თქვა ხაზარაძემ. 

 

მსგავსი სიახლეები