მომავალ კვირას ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება
ევროპარლამენტში 11 მარტს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.
გავრცელებული დღის წესრიგის მიხედვით, დებატების სახელწოდებაა - "ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები "ქართული ოცნების" რეჟიმის ქვეშ".
აღნიშნულ საკითხზე რეზოლუციას ევროპარლამენტარები კენჭს ხუთშაბათს, 12 მარტს უყრიან.