"საქართველოში სიტუაცია კვლავ უარესდება" - ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

06.03.26 23:09
"საქართველოში სიტუაცია კვლავ უარესდება" - ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

"საქართველოში სიტუაცია კვლავ უარესდება" - ასე ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ ახალ კანონებსა და კანონში შეტანილ ცვლილებებს. 

უწყების განცხადებით, მსგავსი ზომები შეუთავსებელია დემოკრატიულ პრინციპებთან და საქართველოს საერთაშორისო ადამიანის უფლებების ვალდებულებებთან. 

საქართველოში სიტუაცია კვლავ უარესდება. ახლად მიღებული კანონმდებლობა მკაცრად შეზღუდავს დამოუკიდებელი ორგანიზაციების უცხოურ დაფინანსებას, კრიმინალიზაციას უკეთებს ძირითად სამოქალაქო აქტივობებს და პოლიტიკურ ჩართულობას ფართო სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მოაქცევს.

ასეთი ზომები შეუთავსებელია დემოკრატიულ პრინციპებთან და საქართველოს საერთაშორისო ადამიანის უფლებების ვალდებულებებთან და ქვეყნის ევროკავშირის გზიდან კიდევ უფრო დაშორების საფრთხეს ქმნის," - წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" გრანტებთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა - დამტკიცებული ცვლილებები ხელისუფლების ლეგიტიმაციის არაღიარებას კრძალავს. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, გრანტების მიღებასთან, ასევე პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული წესები და საკანონმდებლო ნორმები კიდევ უფრო მკაცრდება, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. 

იხილეთ ასევე: