ირანის საელჩოში სამძიმრის წიგნში საქართველოს "მაღალი რანგის წარმომადგენელმა" ჩანაწერი გააკეთა - ელჩი

07.03.26 10:17
ირანის საელჩოში სამძიმრის წიგნში საქართველოს "მაღალი რანგის წარმომადგენელმა" ჩანაწერი გააკეთა - ელჩი

ირანის საელჩოში სამძიმრის წიგნში საქართველოს "მაღალი რანგის წარმომადგენელმა" ჩანაწერი გააკეთა - ამის შესახებ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი იტყობინება.

სამძიმრის წიგნში ქართველი მაღალჩინოსნის ჩანაწერის ფოტო ირანის ელჩმა, სეიედ ალი მოჯანიმ გაავრცელა - მას ჩანაწერის ავტორის ვინაობა არ დაუსახელებია.

ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე სამხედრო მოქმედებებმა მრავალი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ხამენეის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო ადამიანისა და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.

ვიმედოვნებთ, რომ მშვიდობა მალე აღდგება და სამხედრო მოქმედებებს დიპლომატია და პოლიტიკური დიალოგი ჩაანაცვლებს“.- წერია სამძიმრის ჩანაწერში. 

ელჩი მოჯანი ჩანაწერის ავტორს მიმართა და წერს: „მეგობარი გაჭირვებაში იცნობა“

ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, რადიო თავისუფლება ირანის ელჩს საქართველოში, სეიედ ალი მოჯანის დაუკავშირდა, თუმცა მან გაიმეორა, რომ ეს „სახელმწიფოსა და ერის მაღალი [რანგის] წარმომადგენელი“ იყო.

დამაზუსტებელ კითხვაზე, ხომ არ ყოფილა ეს ირაკლი კობახიძე, ირანის ელჩმა "რადიო თავისუფლებას მისწერა, რომ „ომის დასრულებამდე“ მოვიცადოთ.

tvpirveli.ge საგარეო საქმეთა სამინისტროში არკვევს, კონკრეტულად ვინ გააკეთა სამძმრის ჩანაწერი.