ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე - ბრალდების მხარეს ფულის გათეთრების მტკიცებულებები ისევ არ აქვს
საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის მორიგი პროცესი იწყება.
ბრალდებულები საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ. ადვოკატის თქმით, მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესი სასამართლოს თითქმის დასრულებული აქვს, თუმცა ფულის გათეთრების მტკიცებულება ჯერ არ არსებობს.
რამდენიმე სხდომა არის დარჩენილი იმისთვის, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა დასრულდეს, შემდეგ გადავალთ უკვე დასკვნით სიტყვებზე. მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში, ფულის გათეთრებაზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოატანა იქნება ძალიან დიდი უსამართლობა, შესაბამისად მოლოდინი არის მხოლოდ და მხოლოდ გამამართლებელი გადაწყვეტილება", - ამბობს ადვოკატი კახა წერეთელი.