ჩემი ქალიშვილით ძალიან ვამაყობ - მოშიმშილე ელენე ხოშტარია მამამ მოინახულა
პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოშტარია მამამ მოინახულა. გოგი ხოშტარია აცხადებს, რომ მისი შვილი დასუსტებულია, მაგრამ ვერ სთხოვს, შეწყვიტოს პროტესტის უკიდურესი ფორმა.
"ეს მისი პიროვნული გადაწყვეტილებაა, მე ვამაყობ მისით" - უთხრა საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტებს გოგი ხოშტარიამ.
ცხადია, დასუსტებულია, მაგრამ, მადლობა ღმერთს, საგანგაშო მდგომარეობა არ არის. ცხადია, მე მამა ვარ და ბუნებრივია, აბსოლუტურად ძალიან ვღელავ, ჩემზე არ არის დამოკიდებული. მაგრამ ვამაყობ ჩემი ქალიშვილით, ძალიან ვამაყობ", - განაცხადა გოგი ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტში სასწრაფოს გამოძახებაც დასჭირდათ, რადგან ოპოზიციონერ პოლიტიკოსს თავბრუსხვევა და სისუსტე ჰქონდა.