ირანის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი მაკა ბოჭორიშვილის მოადგილემ დატოვა - მედია

07.03.26 14:39
ირანის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი მაკა ბოჭორიშვილის მოადგილემ დატოვა - მედია

ირანის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი მაკა ბოჭორიშვილის მოადგილემ დატოვა -  ამის შესახებ ინფრომაციას  "რადიო თავისუფლებას" საგარეო საქმეთა სამინისტროში  უდასტურებენ.

გამოცემის მიერ დასმული კითხვების მიუხედავად, უწყებაში ამ დრომდე არ ამბობენ, ბოჭორიშვილის ოთხი მოადგილიდან რომელი იმყოფებოდა საელჩოში .

ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე სამხედრო მოქმედებებმა მრავალი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ხამენეის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო ადამიანისა და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.

ვიმედოვნებთ, რომ მშვიდობა მალე აღდგება და სამხედრო მოქმედებებს დიპლომატია და პოლიტიკური დიალოგი ჩაანაცვლებს“.- წერია სამძიმრის ჩანაწერში - რომელიც იქსზე საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა გამოაქვეყნა. 

ელჩი მოჯანი ჩანაწერის ავტორს მიმართა და წერს: „მეგობარი გაჭირვებაში იცნობა“