ეს სასამართლო არის ამ ქვეყნის დიაგნოზი - ვატო წერეთელი

08.11.21 11:42
ეს სასამართლო არის ამ ქვეყნის დიაგნოზი - ვატო წერეთელი

"ტვ პირველის" დამფუძნებელი, ვატო წერეთელი, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის აბსურდულობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მისი ოჯახი პოლიტიკური ზეწოლისთვის მზად არის. 

სასამართლო იქნება, თუ ქუჩაში დაგვხვრეტენ, თუ ბომბს შემოგვიგდებენ, თუ დაგვხვდებიან - ეს არის დღეს მეორეხარისხოვანი. ჩემი ოჯახი შეგუებულია ამას, ვართ ამ ბრძოლაში, ჩემს ოჯახს უნდა, იყოს ეს ქვეყანა განვითარებული.

სასამართლოზე არ მინდა არანაირი კომენტარის გაკეთება. საერთოდ არ მაინტერესებს ის სასამართლო, რაც ამ ქვეყანას აქვს. ეს სასამართლო არის ამ ქვეყნის დიაგნოზი", - ამბობს ვატო წერეთელი. 

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე პროცესი ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ბრალდების მხარეს ფულის გათეთრების საქმეზე მტკიცებულებები ჯერ-ჯერობით არ წარმოუდგენია.  

 

 

 

მსგავსი სიახლეები