სუს-მა დაბარებები დაიწყო - "პირველების" ინფორმაციით, მდინარაძის უწყებიდან გუბაზ სანიკიძეს დაურეკეს
სუს-მა დაბარებები დაიწყო - "პირველების" ინფორმაციით, მდინარაძის უწყებიდან გუბაზ სანიკიძეს დაურეკეს.
არსებული ინფორმაციით, პოლიტიკოსთან კითხვები მედიაში მის მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ აქვთ - საუბარია სანიკიძის მოსაზრებებზეე ირანული გავლენების გაზრდის შესახებ საქართველოში.
განახლება: სანიკიძის დაბარება სუს-ში ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაადასტურა, მისმა შვილმა ლევან სანიკიძემაც
მამაჩემი დაიბარეს სუს-ში საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით- წერს სანიკიძე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს თქვეს, რომ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებზე გამოძიება აქვთ დაწყებული.
სუს-ის მიერ გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა წინა დღეებში "ოცნების" ლიდერების განცხადებები. კახა კალაძემ საგამოძიებო უწყებებს მოუწოდა თინა ხიდაშელის, გიორგი კანდელაკის და ეკა გიაურის კვლევებით დაინტერესებულიყო.