როგორ უნდა გაგრძელდეს ბრძოლა - „ოპოზიციის ალიანსი“ სამოქალაქო საზოგადოებასთან და საპროტესტო ჯგუფებთან შეხვედრას მართავს
„ოპოზიციის ალიანსი“ სამოქალაქო საზოგადოებასთან და საპროტესტო ჯგუფებთან შეხვედრას მართავს - ამ წუთებში, პოლიტიკური პარტიის ლიდერები იმ ადამიანებს უსმენენ, ვინც უკვე ერთ წელზე უწყვეტ პროტესტში არიან. შეხვედრაზე იმყოფებიან სტუდენტებიც.
როგორ უნდა გაძლიერდეს წინააღმდეგობა და რას ელოდებიან გაერთანებული ოპოზიციისგან - ეს არის კითხვები, რომელზეც პასუხებსაც პოლიტიკოსები სამოქალაქო აქტივისტებისგან ისმენენ.
ოპოზიციის ალიანსში სურთ, რომ ხალხისგანაც მოისმინონ და მათაც გაუზიარონ საკუთარი ხედვები - სასაპროტესტო მოძრაობის გაძლიერების შესახებ.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ მედიასთან განაცხადა, სამოქალაქო საზოგადოება და საპროტესტო ჯგუფი არის ძალა, ვინც ამაგრებს პროტესტს.
აქ არის ის ხალხი, რომელიც პრაქტიკულად ყოველ დღე დგას რუსთაველზე და არა მხოლოდ თავისი იქ ყოფნით, არამედ თავისი საორგანიზაციო გადაწყვეტილებებით და უნარებით უზრუნველყოფს უკვე წელიწად-ნახევარია უწყვეტ პროტესტს. ჩვენ მათგან გვინდა მოვისმინოთ, რას ელიან ჩვენგან, როგორ შეგვიძლია, რომ ერთობლივად, უფრო მრავალრიცხოვანი გავხადოთ პროტესტი და უფრო მრავალფეროვანი, როგროც გეოგრაფიის, ისე ჩართულობის თვალსაზრისით", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
აქ არის უამრავი ადამიანი სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად პროტესტის რეჟიმში არიან უკვე წელიწადზე მეტია. ჩვენ რაც გვინდა, არის ის, რომ მოკლედ მოვუყვეთ, თუ რის გამო შეიქმნა ეს ალიანსი, ჩვენ როგორ ვხედავთ გამარჯვების სტრატეგიას და გვინდა ასევე მთგან მოვისმინოთ კითხვები, რჩევები, რეკომენდაციები, ამ გამარჯვებსი ზრდასთან დაკავშირებით", - თქვა ზურა ჯაფარიძემ.
შეხვედრის დაწყების წინ კომენტარი გააკეთა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემაც.
„მიხარია, რომ ფაქტობრივად, პარალელურ რეჟიმში, პოლიტიკური პროცესი ერთიანობისკენ, საზოგადოებრივი პროცესი ერთიანობისკენ მიდის იქ, სადაც ხელისუფლებაში მყოფი ძალა, ვინც თავის თავს ხელისუფლებას უწოდებს, ყოფს და ხლეჩს საზოგადოებას, ჩვენ ვაერთიანებთ, ჩვენ ვამბობთ, რომ ძალა ერთობაშია და არა დაპირისპირებაში. ხელოვნურად, მიზანმიმართულად გვაპირისპირებენ, ხელოვნურად, მიზანმიმართულად, ტყუილებით მართავენ აბსოლუტურად ყველაფერს, ჩვენ ამას ერთიანობას, სიკეთეს ვუპირისპირებთ, ჩვენ მათგან განსხვავებით ჩვენს თანამემამულეებს არ ვყოფთ. ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენს მიერ განცდილი უსამართლობით უნდა დასრულდეს უსამართლობების კასკადი“, - განაცხადა ვაშაძემ.
სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ახლა, როგორც არასდორს, აუცილებელია ერთიანობა, რადგან სწორედ ეს არის გამარჯვების ძალა.
მოველი, რომ იქნება ქმედით ნაბიჯებზე საუბარი. ძალიან სასიამოვნო არის, რომ მიუხედავად ბევრი განსხვავებისა, ეს განსხვავებები გვერდზე გადაიდო და ამ ბრძოლას ნამდვილად სჭირდება ერთიანობა. თუ ამ ბრძოლაშ გვინდა გამარჯვება, გავიმარჯვებთ ერთი ლოზუნგით - ეს არის ძალა ერთობაშია"- განაცხადა გიორგი დუმბაძემ.