ბიზნესის რეკეტის სკანდალური საქმე - ბიზნესმენი ხმაურიან გვარებს ასახელებს

07.03.26 21:25
ბიზნესის რეკეტის სკანდალური საქმე - ბიზნესმენი ხმაურიან გვარებს ასახელებს

ბიზნესმენი დავით მირცხულავა მეტალურგიული ბიზნესის წილის წართმევაში, "ქართული ოცნების" ექს-მაღალჩინოსნებს ადანაშაულებს.  "შაბათის ეთერმა" ჩაწერა პირველი ინტერვიუ კაცთან, რომელის საქმეშიც ხმაურიანი გვარები ჩანს.

"ჯერ მუქარა წილის დათმობაზე, უარის შემდეგ კი შემოწმება ფინანსური პოლიციის გავლით და ბოლოს ციხე" - ბიზნესმენის მტკიცებით, ეს ყველაფერი მის თავს რამდენიმე წლის წინ ხდებოდა. 

ბიზნესმენის მტკიცებით, მას შემდეგ, რაც კომპანიის წილები ექს-პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საძმოს არ დაუთმო, დააკავეს და 9 თვის გატარება ციხეში, ოჯახის წევრებთან ერთად მოუწია. 

მირცხულავას ინტერვიუ ოთარ ფარცხალაძის და მისი საქმეების მმართველის, მიშა ჩოხელის წინააღმდეგ შესაძლოა, კიდევ ერთი ახალი  ბრალდების  საფუძველი გახდეს. „შაბათის ეთერს“ საქმის პროკურორი უდასტურებს, რომ "ქართული ოცნების" პირობებში  ბიზნეს  რეკეტის საქმეზე გამოძიება დაწყებულია.

  • დავით მირცხულავა, რომელიც ფარცხალაძეს და მის გარემოცვას ტერორში და ბიზნეს წილების დათმობის იძულებაში ადანაშაულებს, კომპანია „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯიას“ მფლობელია. ის ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. ფლობს ფოთში ორ საწარმოს და საქართველოს  ბიუჯეტში ერთ- ერთი მსხვილი გადამხდელი იყო. პრობლემები კი კომპანიაში ბიზნესმენის თქმით, 2021 წელს იწყება, როდესაც მირცხულავას ნაამბობით, თურქი  პარტნიორი მილიონების სავარაუდო მითვისებაში ამხილეს.
  • სავარაუდო მითვისებული მილიონების დაბრუნების პირობა მირცხულავას ინფორმაციით, თურქმა პარტნიორმა არ შეასრულა და მოულოდნელად დავა სასამართლოში დაიწყო.  სამოქალაქო სარჩელის წარმოებაში მიღების პარალელურად დავით მირცხულავას თქმით, მასთან  მოულოდნელად მისთვის უცნობი  რუსეთის მოქალაქე მიდის და წილების  დათმობას სთხოვს. ბიზნესმენის მონაყოლით, უცნობმა პირმა ის გააფრთხილა და უთხრა, რომ მისი კომპანიით რუსეთში მყოფი ქართველი ყოფილი ძალოვანები არიან დაინტერესებული. მირცხულავას თქმით, მას შემდგე რაც ბიზნემენმა რუსეთის  მოქალაქესთან წილების დათმობაზე საუბრი არ გააგრძელა, მის კომპანიაში და საწრამოში, ფოთში მოულოდნელად ფინასური  პოლიცია შევიდა.

ფოთის მეტალურგიული წარმოების მფლობელეი იხსენებს, რომ საგაამოძიებო მოქმდებების პარალელრუად  მასთან შუამავალი ფარცხალაძის სახელი თმივიდა და წიელბის დაღთმობა მოსთხოვა. პასუხი იყო უარი, ამის შემდეგ დაიწყო ტერორი ბერიას მეთოდებით.

ბიზნესმენი ამბობს, რომ მასთან  პირდაპრი კომუნიკაცია ფარცხალაძეს არ ჰქონია, თუცმა მირცხულავას განცხადებით, ექს გენერალური პროკორრი ხაზზე მის გარმეოცვასთან იყო და წილების დათმობას ითხოვდა, წინააღმეგ შემთხვევაში ბიზნემენს  ციხით ემუქრებოდა.

ბიზნესმენის განცხადებით, ფარცხალაძემ წილები მეტალურგიულ ბიზნესში საბოლოოდ ვერ მიიღო და მუქარაც აასრულა. 2023 წლის 25 დეკემბერს ფიანსურმა პოლიციამ ფოთში დავით მირცხულავას დასაკვებლად სპეოცრაცია ჩაატარა - აიყვანეს მისი ძმა, კლასელი და კომპნიის ერთ-ერთი  თანამშრომელ ქალი.  ყველა დაკავბულს   ჯგუფური მითვისების ბრალდება და 11  წლიანი მუხლი წარუდგინეს. მირცხულავას დაკავების დროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს სოსო რამიშვილი ხელმძღვანელობდა.

"შაბათის ეთერის" რესპოდენტი ირწმუნება, რომ გათავისუფლებაზე  ვაჭორბა ბიზნეს წილების დათმობის სანაცვლოდ  გაგრძელდა ციხეშიც.

შესაძლო რეკეტის საქმეში, კიდევ ერთი ხმაურიანი გვარის შესახბ  საუბრობს "შაბათის ეთერთან" მირცხულავას მამამ მაშინ ბიზნესმენ  ლევან ჯანგველაძეს სთხოვა ფარცხალაძესთან შუამავლობა, რომ მეტალურგიული ბიზნესის წართმევის მოტივით დაკავებული მისი შვილი ციხიდან გამოეშვათ.

ამ ამბავს სასამრთლოში და პროკურატურში გამოკითხული, ლევან ჯანგველაძის საქმის მოწმე ადასტურებს. კოკა მორგოშია ამბობს, რომ ფოთის მეთალურგიული ქარხნის საქმეზე ლევან ჯანგველაძესა და ფარცხალძეს შორის მძიმე სუაბრი შედგა. 

ბიზნესის რეკეტი ფარცხალაძის სახელით - მარიამ გაფრინდაშვილის სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები