ქვეყანა დიპლომატიურ სკანდალშია - დიპლომატს უკანონოდ უთვალთვალებენ - ნინო ლომჯარია

07.03.26 19:46
ქვეყანა დიპლომატიურ სკანდალშია - დიპლომატს უკანონოდ უთვალთვალებენ - ნინო ლომჯარია

მაშინ, როცა ჭავჭავაძის გამზრიზე, შეკვეთით ადამიანებს კლავენ, მთელი აპარატი ჩართულია იმაში, რომ გერმანიის ელჩს უკანონოდ უთვალთვალონ - ასე ეხმაურება „საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელი დირექტორი TV იმედის მიერ გავრცელებულ კადრებს. 

ნინო ლომჯარია TV პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ელჩის უკანონო თვალთვალი ქვეყანად დიდ დიმლომატიურ სკანდალში გახვევს. 

"გერმანიის ელჩის უკანონო თვალთვალი უშლის ხელს უვიზო რეჟიმის გაუქმებას თუ ხელს უწყობს? ეს კითხვა უნდა დავუსვათ მათ" - თქვა ყოფილმა სახალხო დამცველმა. 

ჩანს რომ ეს კადრები სავარაუდოდ ქუჩის სათვალთვალო კამერებიდან არის ამოღებული. მაშინ, როდესაც ჭავჭავაძის გამზირზე ადამიანებს ყოფილი მაღალი ტანამდებობის პირის დაკვეთით კლავენ. ამ დროს მთელი სისტემა ჩართულია, რომ გერმანიის ელჩს უკანონოდ უთვალთვალონ და გამოფინონ კადრი, როგორ გადმოვდივარ ერთი მანქანიდან და ვჯდები მეორეში. ეს მაშინ რიცა თავად პარლამენტში ვერ შედიან და ვერცერთი შენობიდან ვერ გამოდიან ისე რომ მანქანებში არ ჩაიმალონ. 

რა არის აქ სასკანდალო? ჩემი სამსახურო ყოველთვის გულოსხმობდა, ურთიერთობას დიპლომატებთან. ამას მომავალშიც ვაპირებ. 

ქართულ ოცნებას დაავიწყდა ცივილიზებული ურთიერთობები როგორია"- დასძინა მან. 

მისი თქმით, სამთავრობო არხებმა სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გამოქვეყნებით "მტკიცებულება" დადეს, რომ "ეს ორი ტელევიზია და სახელმწიფო ერთი და იგივე ორგანიზმია". 

მეორე მტკიცებულება დადეს, რომ დიპლომატს უკანონოდ უთვალთვალებენ და აცხადებენ მტრად" - განმარტა ლომჯარიამ. 

ასევე ნახეთ: 

მსგავსი სიახლეები