„ძალა ერთობაშია“ - პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობა იმართება, მარშს სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა

07.03.26 20:33
„ძალა ერთობაშია“ - პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობა იმართება,  მარშს სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა

თბილისში პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მარში მიმდინარეობს - აქციის მონაწილეებს თან აქვთ ბანერი „ძალა ერთობაშია“.

მარშის მონაწილეები თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, საიდანაც საკანონმდებლო ორგანოსკენ მსვლელობით დაიძრნენ. 

მარშის მონაწილეები პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს შეუერთდებიან.