ეს არის პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სააკაშვილი ღირსეულად ეზიარა - მეუფე ნიკოლოზი

08.11.21 12:23
 ეს არის პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სააკაშვილი ღირსეულად ეზიარა  - მეუფე ნიკოლოზი

მეუფე ნიკოლოზის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში ღირსეულად ეზიარა და მან ზიარება პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მიიღო. მეუფე ნიკოლოზის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ზიარების სურვილი თავად გამოთქვა.

მე ცხოვრებაში პატრიარქის გარეშე არაფერი გამიკეთებია. მან შემოგვითვალა, რომ სურდა ზიარების მიღება და მე როგორც კი პატრიარქს ვუთხარი, ერთი წუთი მას არავითარი დაყოვნება არ ჰქონია და თქვა, რომ რადგან უნდა ზიარება, აუცილებლად უნდა ეზიაროს, ეს იყო დაახლოებით ერთი კვირის წინ, ამის მერე მე ვემზადებოდი, ვამზადებდი, ეს არის პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, რომ მან მიიღო წმინდა ზიარება, ღირსეულად ეზიარა", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა. 

შეგახსენებთ, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მეუფე ნიკოლოზმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, აზიარა.  

მსგავსი სიახლეები