ასეთი იყო დავით აღმაშენებელი, დემეტრე თავდადებული - მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილის ზიარებაზე

08.11.21 12:32
ასეთი იყო დავით აღმაშენებელი, დემეტრე თავდადებული - მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილის ზიარებაზე

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი, ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა 40 დღე იმარხულა, რის შემდეგაც ღირსეულად ეზიარა. სასულიერო პირმა მესამე  პრეზიდენტი  დავით აღმაშენებელსა და დემეტრე თავდადებულს შეადარა. 

30 წელია მე ვღებულობ ადამიანებისგან აღსარებას და ვაზიარებ ადამიანებს და არასდროს არავის არ მოუცია ჩემთვის შენიშვნა, რომ მე უღირსად ვაზიარე ადამიანი. იგი ეზიარა ღირსეულად, რა თქმა უნდა, მე დეტალებს ვერ მოგიყვებით, რა და როგორ იყო, მაგრამ მან მიიღო წმინდა ზიარება და ვისაც თვალში ეცოტავება და ეპატარავება, აი, 40 დღე იმარხულეთ და შემდეგ თქვით აღსარება, ეზიარეთ და ნახეთ, რა ღვაწლი გაწია. ეს არის მსხვერპლი, რომელიც მან გაიღო ქვეყნის თავისუფლებისთვის, ქვეყნის გაძლიერებისთვის და კიდევ იცით რისთვის? რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდეს, რომ ჩვენ სამუდამოდ დავივიწყოთ ერთმანეთის მიმართ ზიზღის ენა. თანამედროვე რეალობაში მე ასეთი მაგალითი არ მახსენდება, რომ ქვეყნის პირველი პირი ნებაყოფლობით აი, ასეთი დიდი ღვაწლია, მამები აკეთებდნენ ასეთ რამეს.

მე შემიძლია, ისტორიული მაგალითები დაგისახელოთ. ასეთი იყო დავით მეფე, მეფსალმუნე, რომელმაც ცოდვა ჩაიდინა და ფსალმუნი დაგვიტოვა 50-ე,  ეს იყო დავით მეფე აღმაშენებელი, რომელმაც „გალობანი სინანულისანი“ შექმნა, იმიტომ, რომ უცოდველი არავინ არ არის და მასაც დიდი ცოდვები ჰქონდა საკმაოდ, ბოლოს ეს იყო დემეტრე თავდადებული, ჩვენი სათაყვანო მეფე, რომელიც ძალიან მძიმე ცოდვებით იყო სამწუხაროდ, ეს ისტორიაში აღწერილია და ეს თავისი ცოდვები თავისი მოწამეობრივი სისხლით ჩამოირეცხა, - თქვა მეუფე ნიკოლოზმა. 

 მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში აზიარა. 

მსგავსი სიახლეები