სუსში გამოკითხვაზე გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაიბარეს

08.03.26 17:29
სუსში გამოკითხვაზე გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაიბარეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაიბარეს. ის ამ დროისთვის სუსში იმყოფება და საგამოძიებო ორგანოს კითხვებს პასუხობს.

არსებული ინფორმაციით, კაპანაძე ირანთან დაკავშირებული განცხადებების გამო იკითხება. სუსი უკვე მეორე დღეა პოლიტიკოსებისა და ექსპერტების საჯარო განცხადებებსა და ინტერვიუებს სწავლობს.

დღეს დილით გამოკითხვაზე ასევე იმყოფებოდნენ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და „სოვლაბის“ მკვლევარი გიორგი კანდელაკი, რომლებმაც კითხვებს მაგისტრი მოსამართლის წინაშე უპასუხეს.

კანდელაკს განმარტებები მოსთხოვეს იმ კვლევასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში ირანის გავლენის ზრდას ეხება, ხოლო თინა ხიდაშელს შეკითხვები დაუსვეს მის განცხადებაზე, რომელიც მან ინგა გრიგოლიას გადაცემაში გააკეთა და სადაც ალ-მუსტაფას სახელობის უნივერსიტეტს „ტერორისტების სკოლა“ უწოდა.

მსგავსი სიახლეები