უთვალთვალებენ თუ არა საქართველოში დიპლომატებს - ოპოზიციის შეფასებები "იმედის" კადრებზე
გერმანიის ელჩის შესაძლო თვალთვალთან დაკავშირებული კადრების გავრცელებას საქართველოში პოლიტიკური და საზოგადოებრივი დისკუსია მოჰყვა. სამთავრობო მედიაში გავრცელებულ მასალაში ჩანს გერმანელი დიპლომატის ავტომობილი და ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
კადრების გამოქვეყნებამ გააჩინა კითხვა, მიმდინარეობს თუ არა საქართველოში უცხოელი დიპლომატების უკანონო თვალთვალი. კრიტიკოსების შეფასებით, მსგავსი ქმედება შესაძლოა ვენის კონვენციის დარღვევას ნიშნავდეს, რომელიც დიპლომატების უსაფრთხოებასა და ხელშეუხებლობას იცავს.
თავად ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მასალაში მისი სახელის გამოყენება მიზანმიმართულად მოხდა და სამართლებრივ დავას იწყებს. ყოფილი სახალხო დამცველი ამბობს, რომ თავს ცილისწამების მსხვერპლად მიიჩნევს.
ლომჯარიას განცხადებით, სამთავრობო მედიამ მას მიაწერა განცხადებები, რომლებიც მისი თქმით, არასდროს გაუკეთებია. ამასთან, ტელეკომპანიები „იმედი“ და POSTV უკვე მესამე დღეა ამტკიცებენ, რომ ლომჯარია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვდა.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.