აქტივისტების ცნობით, პოლიციელი, რომელმაც დავით ჩხეიძეს უთხრა, რომ მას ნარკოტესტზე დადებითი დაუდგინდა, ანატოლი გიგაურის საქმის მთავარი ცრუმოწმეა
სამოქალაქო აქტივისტების ცნობით, პოლიციელი, რომელმაც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს დავით ჩხეიძეს უთხრა, რომ მას ნარკოტესტზე დადებითი დაუდგინდა, ვახტანგ გაბუნიაა.
გაბუნია დაკავებული ანატოლი გიგაურის საქმის მთავარი ცრუმოწმეა. გიგაური თავდაპირველად ციხეში სწორედ მასზე თავდასხმის მუხლით ჩასვეს (გიგაურს შემდგომში მუხლი გადაუკვალიფიცირეს).
გუშინ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნების დროს პოლიციამ საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, დავით ჩხეიძე გააჩერა და ნარკოტესტზე შეამოწმა. პოლიციელების მტკიცებით, ჩხეიძეს ნარკოტიკის მოხმარება დაუდგინდა, რის გამოც ის განყოფილებაში გადაიყვანეს.
ჩხეიძის ინფორმაციით, განყოფილებაში ნარკოტიკების მოხმარება ვერ დაუდგინეს და გამოუშვეს.