გიორგი ვაშაძე თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციას უერთდება

08.11.21 13:16
გიორგი ვაშაძე თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციას უერთდება

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციას შეუერთდება. 

შეუძლებელია, ეს ვითარება ასე გაგრძელდეს. წარმოუდგენელია, ყოველ წუთს მძიმე ფიზიკური დაპირისპირების საფრთხის წინაშე ვიყოთ, ამიტომ ვაპირებთ, მშვიდობიანად მივიღოთ მონაწილეობა აქციაში", - განაცხადა ვაშაძემ. 

 ოპოზიცია დღეს, 20:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე აქციას გეგმავს. 

აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო, მრავალპროფილურ, კლინიკაში გადაყვანაა. 

 

მსგავსი სიახლეები