მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს საქართველოს თავდაცვის უნარიანობის განზრახ დაზიანებაში ადანაშაულებს

09.03.26 13:20
მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს  საქართველოს თავდაცვის უნარიანობის  განზრახ დაზიანებაში ადანაშაულებს

 

 

მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს  საქართველოს თავდაცვის უნარიანობის  განზრახ დაზიანებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა 7 ნოემბრის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესზე ისაუბრა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, 2013 წელს ქვეყანას საჰაერო თავდაცვის სისტემები უნდა მიეღო, რომელიც ივანიშვილმა დაბლოკა და საქართველოს ცა დაუცველი დატოვა. 

რეალურად, საქართველო მთლიანად დაუცველი დარჩა. იმ წლებში, რომელსაც ამ პროცესზე ვიხილავთ, საქართველოს ჰქონდა, ძალიან კარგი უკრაინული საჰაერო დაცვის სისტემები, რომელიც დღესაც აქვს, თუმცა არცერთი რაკეტა 2012 წლის შემდეგ არ შესყიდულა, ამ სისტემებისთვის. საქართველოს ჰქონდა, მყარი შეთანხმება აშშ-სთან, რომლის მიხედვითაც საქართველოს უნდა მიეღო საჰაერო დაცვის სისტემები, 2013 წელს. შემდეგ ივანიშვილი მოვიდა და ამ სისტემებზე უარი თქვა, არა ის ალასანიას ფრანგული სისტემები, რომელიც დაბალი რადიუსისაა, არამედ მაღალი რადიუსის იყო. ასევე, უნდა მიგვეღო მინიმუმ 12 ცალი ვერტმფრენი, რომელიც სამხედრო პერსონალის გადაყვანისთვისაა. საქართველო დარჩა სრულიად დაუცველი.

გაანადგურეს „დელტას" წარმოება, ჩვენ პირველი პროტოტიპი გვქონდა აწყობილი ფრთოსანი რაკეტების და ჩვენ ვაპირებდით, ფრთოსანი რაკეტების სერიულ წარმოებას, 2012 წლის ბოლოდან. ასევე, „დელტას" წარმოებაში იყო საბრძოლო ქვეითი მანქანები, რომლის წარმოებაზეც იყო უარი. ასევე, „დელტას“ წარმოებაში იყო ძალიან დახვეწილი დრონების წარმოების პროგრამაც, ეს პროგრამა რომ გაგრძელებულიყო საქართველო იქნებოდა ბევრად წინ წასული და განვითარებული. ასევე, ბევრი პროდუქცია გვექნებოდა გარეთ გასატანი და გასაყიდი. ეს სისტემები ყველაზე მეტად წაადგებოდა საქართველოს. ეს ყველაფერი შეჩერდა დღეს. საქართველო ცარიელ-ტარიელი დარჩა ამ რთულ რეგიონში და სადამდე გასტანს დაწოლისა და ქვემოთ ძრომიალის პოლიტიკით საქართველოს გადარჩენა? ეს ძალიან დიდ კითხვის ნიშანს აჩენს.

საქართველოში იარაღი ერთადერთი ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული, მაგრამ დათვის ტყვიების მსროლელი თოფებით ვერ მოიგერიებ ვერც ირანულ და ვერ რუსულ დრონებს.",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.