სააკაშვილი: ასადი, მადურო, ხამენეი, ივანიშვილი - ეს უნდა იყოს ჩვენი პროგრამა და გეგმა

09.03.26 13:28
სააკაშვილი: ასადი, მადურო, ხამენეი, ივანიშვილი - ეს უნდა იყოს ჩვენი პროგრამა და გეგმა

 

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ოპოზიციის გაერთიანებას მიესალმება. ამის შესახებ მან საკუთარ სასამართლო პროცესზე ისაუბრა. მისი თქმით, სწორედ გაერთიანებაა ის რესურსი, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხებას შეძლებს.

"ახლა არის დიქტატორების დასრულების წელიწადი", - თქვა სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა. 

მივესალმები, ყველა შემთხვევაში, ოპოზიციის კონსოლიდაციას. მიმაჩნია, რომ ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. ახლა არის დიქტატორების დასრულების  წელიწადი. შარშან დასრულდა ასადი, შემდეგ დასრულდა მადურო, ახლა დასრულდა ხამენეი და მისი შვილიც ძალიან მალე მიყვება. ასადი, მადურო, ხამენეი, ივანიშვილი - ეს უნდა იყოს ჩვენი პროგრამა და ჩვენი გეგმა, - თქვა სხდომაზე სააკაშვილმა. 

მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლა დაასრულა, მან სასამართლო სხდომა დატოვა და პროცესის გაგრძელებას აღარ დაესწრო. 

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში 7 ნომებრის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.