გახარიას გუნდის წევრი გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ ეუთოს საპარლამენტო დელეგაციასთანქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და მისი შეფასებით, „ქართული ოცნების ხელწერით“ განვითარებული ანტიდემოკრატიული მოვლენები განიხილეს. ამის შესახებ ოპოზიციის წევრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
შარაშიძის თქმით, დელეგაციის წარმომადგენლებს განსაკუთრებით აინტერესებდათ, როგორ შეიძლება განვითარდეს საქართველოს პოლიტიკური პროცესი და როგორ მოხდება ქვეყანაში ვითარების ნორმალიზება.
ჩვენ კითხვების გარეშე გავაკეთეთ მიმოხილვა პოლიტიკური პროცესის და ვისაუბეთ ყველა იმ ანტიდემოკრატიულ მოვლენაზე, რასაც ადგილი აქვს ქვეყანაში "ოცნების" ხელწერით, მაგრამ იყო მათი კითხვებიც. მათი კითხვები, ძირითადად, შეეხება მომავალს ზოგადად, იმიტომ, რომ ისინი ინფორმირებულები არიან ყველაფერზე, რაც ხდება და გვითხრეს კიდეც, რომ რეალურად მათ ყველანაირი ინფორმაცია აქვთ. მოგეხსენებათ, ეუთოს 6 მარტის, სულ ბოლო დასკვნა იყო ძალია კრიტიკული და ბუნებრივია, ამის გამეორება არ დაუწყიათ ჩვენთან. და, დანარჩენი შეეხება ნორმალიზებას, ზოგადად ქვეყანაში. მათ აინტერესებთ, როგორ შეიძლება, განვითარდეს საქართველოს პოლიტიკური პროცესი, - თქვა შარაშიძემ.
ცნობილია, რომ ეუთოს საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს გამართავს არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, მესამე სექტორთან და მთავრობის წევრებთანაც, ხვალ კი დაგეგმილია შემაჯამებელი პრესკონფერენცია.