ძალიან დიდი საფრთხეა სამოქალაქო დაპირისპირების - ვაშაძე

08.11.21 13:17
ძალიან დიდი საფრთხეა სამოქალაქო დაპირისპირების - ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ხელისუფლებას მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდებს. ვაშაძის თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი იმდენად გაღრმავდა, რომ საზოგადოება სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა. 

პოლიტიკური შეთანხმება ვერ შედგება ერთი მხარის გამარჯვების და მეორე მხარის დამარცხების ფონზე, აუცილებელია ისეთი შეთანხმების სტრატეგიის ჩამოყალიბება, რომელშიც მთავარი გამარჯვებული იქნება ჩვენი სახელმწიფო, ყველა მხარე გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯებს გადადგამს. ძალიან დიდი საფრთხეა სამოქალაქო დაპირისპირების, რომ ეს დაპირისპირება გადაიზარდოს ფიზიკურ დაპირისპირებაში, ამიტომ გზა არის შეთანხმებიმისთვის,  რომ დავიხსნათ თავი მძიმე სამოქალაქო დაპირისპირებისგან", - ამბობს  გიორგი ვაშაძე. 

მსგავსი სიახლეები