ირაკლი კობახიძე: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან მზად ვართ ყველა პოლიტიკურ საკითხზე ვიმსჯელოთ
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან მზად ვართ, ვიმსჯელოთ ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებს, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცდახა.
"ოცნების" პრემიერის თქმით, ის ასევე მზადაა, საქართველოსა და საპარლამენტო ასამბლეის შოირს ორმხრივ თანამშრომლობაზეც ისაუბროს.
ჩვენ მზად ვართ, ვიმსჯელოთ ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებს, ჩვენს გარშემო მიმდინარე პროცესებს. ასევე, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ორმხრივ თანამშრომლობაზე საქართველოსა და საპარლამენტო ასამბლეას შორის. ეს იქნება დღის წესრიგის ძირითადი საკითხები, - განაცხადა "ოცნების" პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ეუთოს საპარლემნტო დელეგაცია იმყოფება, რომლებმაც უკვე გამართეს შეხვედრა "ოცნების" წარმომადგენლებთან და ასევე პარტია "საქართველოსთვის" წევრებთან. დაგეგმილია შეხვედრები არასაპარლამენტო ოპოზიციასთან და მესამე სექტორთანაც. უკვე ხვალ დელეგაცია გეგმავს, შემაჯამებეული კონფერენცია გამართოს.