კობახიძემ მკვლევარებს, რომლებიც ირანის გავლენების ზრდას იკვლევენ, “სამშობლოს მოღალატეები“ უწოდა
ირალი კობახიძემ ყველა მათგანს, ვინც საქართველოში ირანის გავლენების ზრდას იკვლევს, “სამშობლოს მოღალატეები“ უწოდა.
როგორც “ოცნების“ ლიდერმა თქვა, საუბრები, თითქოს საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, “არის ტყუილი და ეროვნული ინტერესების მიზანმიმართული დაზიანების მცდელობა.“
არ შეიძლება უცხოელმა აგენტებმა საქართველოში განსაზღვრონ რაიმე პოლიტიკური კუთხით. რაც შეეხება ირანს, რომ აიღოთ ვაჭრობის მონაცემები, ნახავთ, რომ ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები, საერთო ვაჭრობაში, ხოლოდ ირანიდან 1.4 პროცენტი. ასეთ დროს როცა საუბრობენ ეს ადამიანები, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის ტყუილი და მეორე, ჩვენი ეროვნული ინტერესების მიზანმიმართული დაზიანების მცდელობა. მართალია, ისინი ვერ დააზიანებენ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, თუმცა, რა აზრიც უტრიალებთ ამ ადამიანებს, აბსოლუტურად ცხადია. ეს მონაცემები უკვე ადასტურებს იმას, რომ ასეთი განცხადებები არის ყალბი. სანქციების გვერდის ავლა არის სრული ტყუილი, მაგრამ ისინი მაინც ახერხებენ ასეთ პირობებშიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე თავდასხმას, ამიტომ ვამბობ, რომ ესენი არიან უცხოური აგენტები, თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა. ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს, რომ შენ მიზანიმართულად აზიანებ ეროვნულ ინტერესებს, - თქვა მან.
მისი თქმით, როდესაც ადამიანი გამოდის და საუბრობს უნივერსიტეტზე, რომელსაც ავტორიზაციაც კი არ აქვს, და ამით ცდილობს საქართველოს რაღც დააბრალოს, “აქედან ჩანს რა მძიმეა უცხოელი აგენტების და ახალი სერგო ორჯონიკიძეების ბედი“.
ეს ადამიანები, საერთაშორისო გამჭვირვალობა, თინა ხიდაშელი და ა.შ. არიან იმაზე მძიმე მდგომარეობაშიც კი, ვიდრე 1921 წელს იყო სერგო ორჯონიკიძე, - თქვა მან.