მოვაგვარებთ, შევიტანთ განაცხადს, მივიღებთ ვიზას და წავალთ შესაბამის ქვეყანაში - ირაკლი კობახიძე
ძალიან მარტივად მოვაგვარებთ, შევიტანთ განაცხადს, მივიღებთ ვიზას და წავალთ შესაბამის ქვეყანაში,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის მიერ ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, “უმდაბლეს დონეზეა დასული ევროპული ბიუროკრატია და მათთვის ეს საკითხი არ არის საინტერესო.“
„მახსოვს, როდესაც სააკაშვილი ერთი და იმავე ობიექტს 5-ჯერ ხსნიდა, ამ შემთხვევაში ევროკავშირმა 5-ჯერ გააუქმა ერთი და იმავე სავიზო რეჟიმი, დიპლომატიური პასპორტებისთვის. სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ სტანდარტი. უმდაბლეს დონეზეა დასული ევროპული ბიუროკრატია. ჩვენთვის ეს საკითხი არ არის საინტერესო. ეს ორმაგ სტანდარტებს აჩვენებს და სრულ განუკითხაობას, რომელიც არსებობს ევროპულ ბიუროკრატიაში. ეს შექმნილი მდგომარეობა კი ტრაგიკულია.
ამას კი ძალიან მარტივად მოვაგვარებთ, შევიტანთ განაცხადს, მივიღებთ ვიზას და წავალთ შესაბამის ქვეყანაში, - თქვა მან.
რაც შეეხება კითხვას - აპირებ თუ არა “ოცნების“ დელეგაცია ევროპარლამენტში საგანგებო დებატებზე დასწრებას, კობახიძემ შემდეგნაირად უპასუხა:
არ ვიცი, აპირებდა წასვლა და მიდის თუ არა. ეს დებატები აბსოლუტურად უინტერესოა ჩვენთვის. როდესაც საუბრობენ პოლიტიკურპატიმრებზე, ყველამ იცის რომ შედგარევოლუციის 5 წარუმატებელი მცდელობა 4 წლის განმავლობაში. ასეთ დროს, რომ ვიღაცაკიდევ საუბრობს პოლიტიკურ პატიმრებზე, ესუბრალოდ სამარცხვინოა. ეს ყველაფერიმეტყველებს იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელიც არის ევროპულ ბიუროკრატიაში ჩამოყალიბებული“, - განაცხადა კობახიძემ.