ადვოკატები სააკაშვილის პროცესის სასამართლო დარბაზში ჩატარებას და მედიით გაშუქებას ითხოვენ
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ადვოკატები 10 ნოემბერს გასამართ პროცესის სასამართლო დარბაზში ჩატარებასა და სასამართლო პროცესის მედიით გაშუქებას ითხოვენ.
ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, პროცესი თუ არ გაშუქდა, დამტკიცდება, რომ ხელისუფლებას სააკაშვილის საზოგადოების წინაშე გამოჩენის ეშინია.
ნავალნის პროცესიც კი პუტინის რუსეთში მედიის გაშუქების ფონზე ტარდება. ღარიბაშვილის სურვილი, რომ მიხეილ სააკაშვილის პროცესი ჩაატაროს ისე, რომ მედიამ ვერ გააშუქოს, ეს არის შეშინებული ხელისუფლების პანიკა. ეს ნიშნავს, რომ მოშიმშილე ადამიანის სასამართლო პროცესზე გამოჩენის ეშინიათ. ციხიდანაც თუ არ გაშუქდა, ეს ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის საზოგადოების წინაშე გამოჩენის ეშინიათ. მსგავსი პრაქტიკა დიქტატორულ რეჟიმებშიც კი არ არის. ჩვენ ვითხოვთ, რომ 10 ნოემბრის პროცესი ჩატარდეს სასამართლო დარბაზში. პროცესის სრულყოფილად გაშუქების შესაძლებლობა მიეცეს მედიას", - თქვა ბექა ბასილაშვილმა.