ქვეყანა ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშის მოლოდინში - როდის გახდება ცნობილი ექსპერტთა მისიის დასკვნა?

09.03.26 20:53
ქვეყანა ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშის მოლოდინში - როდის გახდება ცნობილი ექსპერტთა მისიის დასკვნა?

ეუთოს ფაქტების დამდგენი მისია საქართველოს შესახებ ანგარიშს ამ კვირაში გამოაქვეყნებს. "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში საქართველოში ჩამოსულმა ექსპერტების ჯგუფმა დოკუმენტი უკვე მოამზადა, ის რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება. ამის შესახებ ცნობილი დღეს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას წევრების საქართველოში ვიზიტის დროს გახდა. როგორია საქართველოში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ? ამ კითხვას ეუთო პასუხს უახლოეს დღეებში გასცემს. 

არადა "ქართული ოცნება" დღეს ირწმუნებოდა, რომ სპეც მექანიზმზე საუბარი ერთი სიტყვითაც არ ყოფილა. თუმცა ვერ უარყვეს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მთავარ ინტერესს სწორედ გასული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები წარმოადგენდა. ამ პერიოდის მთავარი მოვლენა კი ქუჩაში გამოსული 100 ათასობით ადამიანი, ასობით ნაცემი აქციის მონაწილე, დაპატიმრებული ახალგაზრდები, ციხეში გამოკეტილი პოლიტიკოსები და გაუარესებული საკანონმდებლო მდგომარეობაა. 

როგორც ჩანს "ქართული ოცნებისთვისაც" ცნობილია, რომ ეუთოს სპეც მექანიზმის ფარგლებში დასკვნა ქვეყააში ადამიანის უფლებების შესახებ მარტივი წასაკითხი არ იქნება. 

ვიზიტის ფარგლებში ასამბლეა მესამე სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდა და მათგან პირადად მოისმინა, როგორ გართულდა ქვეყანაში კანონმდებლობის გამკაცრების გამო მესამე სექტორის საქმიანობა.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში