ოპოზიციის აკრძალვის გეგმა - "ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელის დაკორექტირებას აანონსებს

09.03.26 20:17
ოპოზიციის აკრძალვის გეგმა - "ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელის დაკორექტირებას აანონსებს

"ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელის დაკორექტირებას აანონსებს. ასაკრძალი პარტიების სიაში შეჰყავთ ის პოლიტიკური გაერთიანებებიც, ვინც პირველ სიაში ვერ მოხვდა. ირაკლი კობახიძე პირდაპირ ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიზეზი ოპოზიციის ახალი ალიანსია, რამაც 9 პარტია გააერთიანა. განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტი დღეს "თვისუფლების მოედანი" გახდა.

"თავისუფლების მოედანში" ეს გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებიათ. თუმცა ამბობენ, რომ მთავარი არგუმენტი, რაც კობახიძემ დაასახელა ტყუილია. 

რის მიხედვით შეარჩიეს ასაკრძალი პარტიები?! - "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ აუქმებენ ყველას, ვინც რეჟიმთან არ თანამშრომლობს. გიორგი გახარიას გუნდის ხელშეუხებლობა კი თინა ბოკუჩავას უმყარებს ეჭვებს, რომ ივანიშვილი მისივე შექმნილ ოპოზიციას რეალური ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებს.

ოპოზიციის ერთიანობა "ქართული ოცნებისთვის", რომ დიდი თავის ტკივილია, ეს ასაკრძალი პარტიებისთვის დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. "კოალიცია ცვლილებების" წევრები, ახლა ოპოზიციის იმ წევრებს მიმართავენ ვინც ერთიანობაზე უარი თქვა.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში