როგორ პასუხობს "ოცნება" ევროსანქციებს

09.03.26 20:26
როგორ პასუხობს "ოცნება" ევროსანქციებს

"ქართული ოცნების" ლიდერი, ირაკლი კობახიძე მედიასთან ევროსანქციების დაწესების შემდეგ, დღეს, პირველად გამოჩნდა. 

ირაკლი კობახიძის გუნდში გაკეთებული განცხადებები აჩვენებს, რომ ევროკავშირის შავ სიაში მოხვედრა მათთვის არც ისეთი უმნიშვნელოა, როგორ წარმოჩენასაც ირაკლი კობახიძე ცდილობს.

ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომელმაც "ოცნების" ყველა ჩინოვნიკის სავიზო რეჟიმი დაუწესა, არ ნიშნავს მხოლოდ ვიზის რიგში დგომას. არავინ იცის რას გადაწყვეტს კონსული და გასცემს თუ არა საერთოდ ვიზას. ამ მძიმე გადაწყვეტილების ფონზე "ქართულ ოცნება" ჯერ ისევ ფიქრობს, მოამზადოს თუ არა ვიზიტი ევროპარლამენტში, სადაც ამ კვირაში დებატებია ჩანიშნული. 

"ქართული ოცნების" დღის წესრიგი სავარაუდოდ მას შემდეგ აირია, რაც ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მოულოდნელად საგანგებო დებატები ჩაინიშნა. ევროპის საკანონმდებლო ორგანოში ქალი პოლიტიკოსისა და სინდისის სხვა პატიმრების შესახებ ოთხშაბათს იმსჯელებენ.

დეტალები ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები