"ბიძინა ივანიშვილი უნდა დაემხოს და დაემხობა კიდეც! - ესაა ჩემი კომენტარი" - ანი ნადარეიშვილი
ყოფილი თავდაცვის მინისტრის ცოლო, ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში ბაჩო ახალაიასთვის სასამართლოზე ნათქვამი ფრაზის - "ივანიშვილი უნდა დაემხოს" - გამო, ახალი სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ეხმაურება.
ანი ნადარეიშვილი დაკავებული ქმრის ფრაზას იმეორებს.
ბიძინა ივანიშვილი უნდა დაემხოს და დაემხობა კიდეც! - ესაა ჩემი კომენტარი" - წერს ანი ნადარეიშვილი.
ცნობისთვის, თავდაცვის ექს-მინისტრს ბრალი დაუმძიმდა, მას დამატებით დამხობისკენ მოწოდებას ედავებიან.