ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება - ირაკლი ღარიბაშვილი

08.11.21 14:11
ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, განცხადებით, მთავრობა ვაქცინაციას სავალდებულოს არ გახდის. 

"ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მისი თქმით, მოსახლეობას უნდა აუხსნან, რომ "ვაქცინა სიკვდილისგან გვიცავს". 

ჩვენ ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით. არ არის ვაქცინაცია სავალდებულო და არ გახდება სავალდებულო ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას მე არ შევცვლი. ჩვენ მოქალაქეებს უნდა განვუმარტოთ რომ ვაქცინაციაა არის გამოსავალი და აცრა გვიცავს სიკვდილისგან"- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები