1 დეკემბრიდან მოქალაქეები სხვადასხვა ობიექტზე შესვლას მხოლოდ "მწვანე პასპორტით" შეძლებენ - ღარიბაშვილი

08.11.21 14:06
1 დეკემბრიდან მოქალაქეები სხვადასხვა ობიექტზე შესვლას მხოლოდ "მწვანე პასპორტით" შეძლებენ - ღარიბაშვილი

1 დეკემბრიდან ე.წ. "მწვანე პასპორტები" ამოქმედდება. საკოორდინაციო საბჭოს ამ გადაწყვეტილების შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა. ღარიბაშვილის იმ ადამიანებს, რომლებსაც კორონავირუსი გადატანილი აქვთ, მწვანე სტატუსი ექნებათ. 

1 დეკემბრიდან ამოქმედდება "მწვანე პასპორტის" კონცეფცია. პირს მწვანე სტატუსი აქვს თუ ის ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72 საათიანი ვალიდურობის პისიარ ტესტი ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. ასევე გეტყვით რომ მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის.

ჩვენი საბჭოს გადაწყვეტილებით მოქალაქეები 1 დეკემბრიდან მხოლოდ და მხოლოდ მწვანე პასპორტის პრინციპით  შეძლებენ შესვლას სხვადასხვა ობიექტებზე. ეს ობიექტებია კვების ობიექტები, კინოთეატრები, გასართობი ობიექტები, სამორინეები და ა.შ. მოთხოვნა გაგრძელდება მხოლოდ ობიექტის სტუმრებზე და არა მომუშავეებზე", - თქვა ღარიბაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები