სუსში გამოკითხვაზე გია ხუხაშვილი დაიბარეს
სუსში გამოკითხვაზე ოლიტოლოგი გია ხუხაშვილიც დაიბარეს. საუბარია იმ გამოკითხვების სერიაზე, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰადსონის ინსტიტუტმა საქართველოში ირანული გავლენების შესახებ ვრცელი კვლევა გამოაქვეყნა.
ხუხაშვილი უწყებაში საჯარო განცხადების გამო დაიბარეს, თუმცა კონკრეტულად რომელ განცხადებაზეა საუბარი, ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომმ აღნიშნული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდნენ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და „სოვლაბის“ მკვლევარი გიორგი კანდელაკი, რომლებმაც კითხვებს მაგისტრი მოსამართლის წინაშე უპასუხეს.
კანდელაკს განმარტებები მოსთხოვეს იმ კვლევასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში ირანის გავლენის ზრდას ეხება, ხოლო თინა ხიდაშელს შეკითხვები დაუსვეს მის განცხადებაზე, რომელიც მან ინგა გრიგოლიას გადაცემაში გააკეთა და სადაც ალ-მუსტაფას სახელობის უნივერსიტეტს „ტერორისტების სკოლა“ უწოდა.