"საზოგადოების დაშინებას ემსახურება" - გია ხუხაშვილი სუსში გამოკითხვაზე მივიდა
ექსპერტი გია ხუხაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა. მისი თქმით, უწყებაში დაბარება შესაძლოა უკავშირდებოდეს განცხადებას, რომელიც ირანთან დაკავშირებულ რისკებზე „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ გააკეთა.
ხუხაშვილის შეფასებით, მიმდინარე პროცესები საზოგადოებაზე ზეწოლის მცდელობას ჰგავს.
ეს ყველაფერი საზოგადოების დაშინებას ემსახურება, რომ ეს თემა მოკლან. მე ვთქვი, რომ რისკები იმისა, რომ ტერაქტების სერია დაიწყოს, მაღალია. საქართველოში [დაწყებაზე] არ მითქვამს, რეგიონზე ვთქვი.
ისრაელის საელჩოს განცხადებასაც ნახავდით. დიდი ბოდიში, მაგრამ წარმოშობით ებრაელი ვარ, ასე რომ პირად საფრთხესაც ვგრძნობ. [ეს განცხადება] ანალიზის საფუძველზე გავაკეთე. როცა ასეთი ჯგუფები არსებობს ქვეყანაში, რისკები ყოველთვის არის, - თქვა მან.
ხუხაშვილმა ასევე უპასუხა კითხვას შესაძლო დაკავების შესახებ და აღნიშნა, რომ ამის არ ეშინია.
„მე ვერ შემაშინებენ იციან და ვიღაცებს ხომ შეეშინდება. ესეც საქმეა. გამორიცხვა არაფრის არ შეიძლება. დაკავების ნამდვილად არ მეშინია. რომ დამაკავონ რა? წამოვწვები და წიგნებს წავიკითხავ. აბსურდია. საქართველოს მოქალაქეები გადიოდნენ მომზადებას. სუს-მა ჩემზე კარგად იცის, მათ კითხეთ. არსებობს ჯგუფები ამერიკიდან სანქცირებული, უნივერსიტეტი რომაა ცნობილი. საქართველოშიც ჰქონდათ აქტივობები. ამაზეა საუბარი, მეტი არაფერი. ეს არ იცის ვინმემ? ყველამ იცის. საჯარო ინფორმაციაა, - თქვა გია ხუხაშვილმა გამოკითხვაზე შესვლამდე.