სააკაშვილის თემაზე საუბარი შევწყვიტე - ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, თქმით, მან მიხეილ სააკაშვილზე საუბარი შეწყვიტა, თუმცა პრემიერმა მესამე პრეზიდენტზე მაინც ისაუბრა.
მე ამ თემაზე საუბარი შევწყვიტე, ეს არ არის ჩემი სალაპარაკო საკითხი და თემა. პატიმრებზე განცხადებებს აკეთებს პენიტენციური სამსახური, იუსტიციის სამინისტრო. თქვენ გყავთ მინისტრი ბრეგაძე, რომელსაც შეგიძლიათ, დაუსვათ ნებისმიერი შეკითხვა, ასევე პენიტენციური სამსახური და მას მიმართეთ ნებისმიერი კითხვით. რა თქმა უნდა, ისინი გაგცემენ აბსოლუტურად ამომწურავ პასუხს", - თქვა ღარიბაშვილმა.