თუ გასცდებიან კანონის ფარგლებს, უკომპრომისო ვიქნებით - პრემიერის მორიგი მუქარა
პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ოპოზიციას ისევ ემუქრება. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თუ დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე ხელისუფლების ოპონენტები კანონის ფარგლებს გასცდებიან, ისინი სამაგალითოდ დაისჯებიან.
მინდა გავიმეორო, რომ როდესაც მოსახლეობის უმრავლესობა 8-ჯერ გეტყვის უარს, არჩევნების გზით დაგამარცხებს მმართველი ძალა, აქედან მე ვფიქრობ, რომ დასკვნა უნდა გამოიტანოს გონიერმა ადამიანმა და პოლიტიკოსმა. მეორე, რაც შეეხება მათ დესტრუქციულ გეგმებს, ჩვენ კარგად ვიცით და ამის თაობაზე სუს-მაც გააკეთა დეტალური განმარტებაც, ბრიფინგიც, იმ დოზით, რა დოზითაც შესაძლებელი იყო საზოგადოების ინფორმირება, ჩვენ კარგად ვიცით, რომ პატიმარი სააკაშვილის გეგმები არის აბსოლუტურად რადიკალური და ანტისახელმწიოფოებრივი და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთოების წინააღმდეგ არის მიმართული მისი ეს გეგმა და მოწოდება და ჩვენ ამის თაობაზე დეტალური ინფორმაცია გვაქვს. ჩვენი სახელმწიფო ამ არჩევნებით კიდევ უფრო გაძლიერდა და ჩვენი მთავრობა კიდევ უფრო გაძლიერდა. ჩვენ არ ცერთ დესტრუქციულ ძალას არ მივცემთ რაიმე პროვოკაციის მოწყობის საშუალებას. ყველა ადამიანს და ყველა ჯგუფს, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებს, აქვთ შეკრების და გამოხატვის თვაისუფლება მშვიდობიანი ფორმით, თუ ეს გასცდება კანონის ფარგლებს, სახელმწიფო იქნება უკომპრომისო და ჩვენ არც ერთ ნაბიჯს არ დავიხევთ უკან და ყველა ასეთი ქმედება მცდელობა დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან შემოტანილი, იქნება აღკვეთილი და სამაგალითოთ დასჯილი, - განაცხადა ღარიბაშილმა.