პენიტენციური: ბებიის პანაშვიდზე დასასწრებად პატიმარ ნანა სანდერსს სჭირდება პროკურორის თანხმობა
სპეციალური პენიტენციური სამსახური სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულ ნანა სანდერის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
უწყება აღნიშნავს, რომ ბრალდებულმა ბებიის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვებასთან დაკავშირებით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს 9 მარტს 17:00 საათზე მიმართა.
პენიტენციურში აღნიშნავენ, რომ კანონის თანახმად ბრალდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დროებით დასატოვებლად აუცილებელია ბრალდებულის საქმის პროკურორის ან გამომძიებლის წერილობითი თანხმობა.
ბრალდებულმა ნანა სანდერსმა ბებიის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვებასთან დაკავშირებით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს 9 მარტს 17:00 საათზე მიმართა. კანონის თანახმად ბრალდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დროებით დასატოვებლად (თუ მიღებულია სარწმუნო ცნობა ბრალდებულის ახლო ნათესავის გარდაცვალების ან სიცოცხლისთვის საშიში ავადმყოფობის თაობაზე) აუცილებელია ბრალდებულის საქმის პროკურორის ან გამომძიებლის წერილობითი თანხმობა, რომელიც სანდერსის ადვოკატს ამ დრომდე არ წარმოუდგენია"- აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.
ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა ბებია მომიკლა, გთხოვთ მომეცით საშუალება უკანასკნელ გზაზე გავაცილო - ამ სიტყვებით მიმართა სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულა ნანა სანდერმა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს.
ბრალდებულმა თქვა, რომ ბებიის დაკრძალვა დღეს არის და სურს, რომ უკანანსკნელად "მოეფეროს" მას.