ხუხაშვილი სუს-ისგან განმარტებას ითხოვს: თუ ალ-მუსტაფას უნივერსიტეტი არალეგალურად მუშაობს, კიდევ უარესი

10.03.26 16:34
ხუხაშვილი სუს-ისგან განმარტებას ითხოვს: თუ ალ-მუსტაფას უნივერსიტეტი არალეგალურად მუშაობს, კიდევ უარესი

გია ხუხაშვილის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც საქართველოში ირანის გავლენებზე გაკეთებული განცხადებების გამო ადამიანებს ერთი მეორეს მიყოლებით იბარებს გამოკითხვაზე, მარტივად შეუძლია თქვას, საქართველოში არსებობს თუ არა "ალი-მუსტაფას" უნივერსიტეტი, რომელიც  პოლიტოლოგის განცხადებით, ჯაშუშური საქმიანობის გამო არის სანქცირებული. 

პოლიტიკის ექსპერტი, რომელიც მოდულის შენობდან რამდენიმე წუთის წინ გამოვიდა, ამბობს, რომ რადგან "სუს-ი ამ ინფრომაციას არ უარყოფს, გამოდის, რომ აღნიშნული უნივერსიტეტი საქართველოში მართლაც არსებობს". 

ირკვევა, რომ ამ უნივერსიტეტს არც აკრედიტიაცია არ აქვს და არალეგლაურად ფუნქციონირებს. 

მარტივად გეუბნებით, ალი-მუსტაფას უნივერსიტეტი არსებობს ქვეყანაში, თუ არ არსებობს? სუს-ს მარტივად შეეძლია თქვას, რომ არ არსებობს - ე.ი. არსებობს.  ალი-მუსტაფას უნივერსიტეტი არის სანქცირებული ჯაშუშური საქმიანობის გამო. მითუმეტეს თუ აკრედიტაცია არ აქვს და არალეგალურად მუშაობს, კიდევ უარესი"- განაცხადა გია ხუხაშვილმა. 

ის, რომ ქვეყანაში გვაქვს ალ-მუსტაფას სანქცირებული უნივერსიტეტის ფილიალი, ეს რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებული ფოტოებითაც დასტურდება, სადაც ჩანს, რომ რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ე.წ. უნივერისტეტის მმართველს ხვდება.

საჯაროდ გვარცელებული განცხადებების თანახმად, ალ არაფის უნივერსიტეტი ამერიკამ ჯაშუშური საქმიანობისა და ექსტრემიზმის პროპაგანდისთვის დაასანქცირა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ირანული უნივერსიტეტის ფილიალი, თითქმის 15 წელია საქართველოს სამ ქალაქში ყოველწლიურად ათობით ახალგაზრდას ასწავლის შიიტურ ისლამს, სპარსულ ენას და ყურანს.

აღსანიშნავია, რომ სასწავლებელს არ აქვს განათლების სამინისტროს აკრედიტაცია.