ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიდო
ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიდო - ოპოზიცონერი პოლიტიკოსის არაერთი განცხადების მიუხედავად, რომ არ ესწრება სხდომებს, მოსამართლე გიორგი არევაძემ თქვა, რომ ელენე ხოშტარიას პროკურორის ბოლო სიტყვა გასაცნობად ციხეში უნდა გადაუგზავნოს.
კიდევ ერთხელ მივცემ შესაძლებლობას იქნებ გაუჩნდეს სურვილი, რომ ან უპასუხოს ან საბოლოო სიტყვა თქვას - თქვა არევაძემ.
ადვოკატის მიერ წარმოდგენილი ოქმები იქნება საქმეში. ეს დასკვნითი სიტყვა მე მაინც უნდა გადავუგზავნო ბრალდებულს. მიუხედავად იმისა რომ ის არ აპირებს მონაწილეობას, უნდა მიეცეს შესაძლებლობა გაეცნოს პროკურორის სიტყვას, კიდევ ერთხელ მივცემ შესაძლებლობას იქნებ გაუჩნდეს სურვილი, რომ ან უპასუხოს ან საბოლოო სიტყვა თქვას”- განაცხადა არევაძემ.
მომდევნო სხდომა მოსამართლე გიორგი არევაძემ 24 მარტს, 11:00 საათზე ჩანიშნა, სადაც ადვოკატი დასკვნით სიტყვას არ იტყვის. ეს არის ელენე ხოშტარიას პრინციპული პოზიცია.
ელენე ხოშტრაია უკვე მეექვსე თვეა პატიმრობაშია. ის არცერთ პროცესს არ დასწრებია.
- შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაპირველად კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ბრალდებულ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას აღმკვეთი ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა, თუმცა ელენე ხოშტარიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც მაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
- ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.