როგორ აღსრულდება სანქციები? - ლონდონი აცხადებს, რომ პროცესს ყურადღებით დააკვირდება
ტელეკომპანია „იმედთან“ და „პოსტ ტივისთან“ ფინანსურ ურთიერთობაში შესვლა სანქციების ფასი დაჯდება - ასეთი პოზიცია აქვს დიდი ბრიტანეთის მთავრობას. ბრიტანელი პარლამენტარის კითხვაზე სახელმწიფო მინისტრმა წერილობით უპასუხა და მიანიშნა, რომ სანქციების შესაძლო დარღვევის შემთხვევაში დამატებითი ზომები არ არის გამორიცხული.
სანქციების რეჟიმის შესრულებას რამდენიმე სახელმწიფო უწყება აკონტროლებს. მათ შორისაა სამეფო ხაზინის ფინანსური სანქციების განხორციელების ოფისი (OFSI), რომელიც უზრუნველყოფს, რომ სანქციები ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების მიზნების შესაბამისად შესრულდეს.
მონიტორინგი ეხება ყველა იმ კომპანიასა და ფიზიკურ პირს, ვინც შესაძლოა სანქცირებულ სუბიექტებთან თანამშრომლობას აგრძელებს. ბრიტანეთის მთავრობის პოზიცია მკაფიოა - ვინც სანქციებს დაარღვევს, თავადაც სანქციების ქვეშ მოექცევა.
ტელევიზიების შემთხვევაში კონტროლი შედარებით მარტივია - სანქცირებული არხის ეთერში რეკლამის განთავსება უკვე ნიშნავს ფინანსურ ურთიერთობაში შესვლას სანქცირებულ კომპანიასთან, რაც თავის მხრივ სანქციების დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.