რეზოლუციის ერთობლივ პროექტზე შევჯერდით - რასა იუკნევიჩიანე
ევროპელი დეპუტატები რეზოლუციის ერთობლივ პროექტზე შეჯერდნენ, - ამის შესახებ "ევროსკოპთან" ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ განაცხადა. მისი თქმით, რეზოლუციის მიზანია ევროპის ყურადღება მიაპყროს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის პოლიტიკოსებისა და მოქალაქეების დაკავებებს, ასევე იმ გარემოებებს, რომლებიც, მათი შეფასებით, ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას ეწინააღმდეგება.
როგორც რასა იუკნევიჩიანე აცხადებს, დეპუტატები იმედოვნებენ, რომ დებატების შემდეგ რეზოლუციის პროექტი ხუთშაბათს კენჭისყრაზე დაბრკოლების გარეშე გავა.
ჩვენ გამოვიყენეთ ევროპარლამენტის ეს ინსტრუმენტი, რათა ევროპის ყურადღება მიგვეპყრო დაპატიმრებული პოლიტიკოსების საქმეების მიმართ, მაგრამ არა მხოლოდ პოლიტიკოსების, საქართველოში არიან მოქალაქეები პოლიტპატიმრები, თუმცა ჩვენ განსაკუთრებით გამოვყავით ელენე ხოშტარია. ეს მე შევთავაზე ყველა პოლიტიკურ ჯგუფს და ყველამ მხარი დაუჭირა, ამიტომ ახლა ჩვენ გვაქვს რეზოლუციის ერთობლივი პროექტი. და იმედი მაქვს, რომ ხუთშაბათს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გაიმართება კენჭისყრა. დებატებიც გაიმართება და ამ გზით შეგვიძლია ყურადღება მივაპყროთ სხვა საკითხებსაც, რომლებიც ვახსენე - მათ შორის, სხვათა შორის, BBC-ის მიერ ქიმიური იარაღის გამოძიების შესახებ. ჩვენუ მთავარი მესიჯია, რომ პოლიტპატიმრები და ევროპაში წევრობა შეუთავსებელია, - განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ.
ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატებისთვის ემზადებიან. დეპუტატების განცხადებით, რეზოლუციის მთავარი აქცენტი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება და პოლიტპატიმრების საკითხი იქნება. დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას საქმესაც.