ივანიშვილს შესაძლოა, სულაც აღარ უნდა ამ ჩიხში ყოფნა, მაგრამ გამოსავალიც არ აქვს - არმაზ ახვლედიანი
ივანიშვილს შესაძლოა, სულაც აღარ უნდა ამ ჩიხში ყოფნა, მაგრამ გამოსავალიც არ აქვს, - ამის შესახებ არმაზ ახვლედიანმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, “ოცნებამ“ გამოსავალი არ დაიტოვა და საკუთარი რეჟიმის გადატვირთვას ვეღარ ახერხებს.
არანაირი გამოსავალი არ დაიტოვა, ვერ ახერხებს ის და მისი რეჟიმის გადატვირთვას, საკუთარი თავისთვის, ამიტომაც რა გვრჩება ჩვენ? ველოდოთ როცა ჩამოიშლება ეს სისტემა თავისით, რაც მე არ ვიცი, გულწრფელად გეტყვით, უნდა ალტერნატივა და სწორი შემკვეთი საზოგადოება შეეშველოს ამ უგუნრ რეჟიმს ჩამოშლასა და ცვლილებაში, რაც უნდა მოხდეს საქართველოს პირობებში მხოლოდ მშვიდობიანი გზით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თავისით როდის იქნება ეს, არ ვარ დარწმუნებული, რომ მალე, არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ შეიძლება გეოპოლიტიკური პოზიცია და ვითარება ჩვენთვის, საქართველოს საუკეთესო ინტერესებისთვის სასარგებლოდ მოეწყოს უახლოეს ხანებში. ამიტომ ჩვენ გვამრთებს ვიფიქროთ იმაზე, არა რა იქნება იქ , ან სხვაგან, თუნდაც ჩვენ პარტნიორებში, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენ მოქალაქეებმა და პასუხისმგებლიანმა პოლიტიკოსებმა, ჩვენი პასუხისმგებლობით, როგორ შევცვალოთ დროულად ეს ძირგამომპალი, კორუმპირებული, რუსული რეჟიმი, - განაცხადა ახვლედიანმა.