“ოცნება“ არის ძალა, რომელიც დღემდე იკვებება კორუფციული ფულით - საბა ბუაძე
არავინ არ უნდა დაიჯეროს, რომ “ქართული ოცნება“ ებრძვის კორუფციას, ის დგას კორუფციაზე, - ამის შესახებ საბა ბუაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, “მათი მხრიდან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არის იგივე ტიპის აბსურდი, რომ ვთქვა, რომ კანიბალებმა ხორცის ჭამაზე თქვან უარი.“
არავინ არ უნდა დაიჯეროს, რომ “ქართული ოცნება“ ებრძვის კორუფციას, ის დგას კორუფციაზე და მათი მხრიდან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არის იგივე ტიპის აბსურდი, რომ ვთქვა, რომ კანიბალებმა ხორცის ჭამაზე თქვან უარი. ეს არის ძალა, რომლის ერთ-ერთი მთავარი გამწევი ინსტრუმენტი არის სწორედ კორუფცია და კორუფციასი ჩაფლული ხალხი. ვიღაც შეიძლება საჩვენებლად დააკაონ, კორუფციასთან ბრძოლას მიაწერონ საკუთარი ყოფილი თანაგუნდელების დაპატიმრება, თქვან რომ ვიღაცამ 1 მილიონი ან 7 მილიონი მოიპარა მაშინ, როცა ასეულობით მილიონებია მოპარული საქართველოს მოქალაქეებისგან და ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. ეს არის ძალა, რომელიც დღემდე იკვებება კორუფციული ფულით და რომლის პარტიული სალაროს შევსებაც კორუფციული ფულით ხდება,- განაცხადა ბუაძემ.