ტატო ქელბაქიანი: ზამბარას, რომელსაც თავად წელავენ, "ოცნებას" ცხვირში მოხვდება
სინდისის პატიმრების უპირობო გათავისუფლების გარეშე საქართველოს ხელისუფლება დასავლეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას ვერ შეძლებს, — ამის შესახებ ტატო ქელბაქიანმა განაცხადა. იურისტის თქმით, "ოცნება" "ზამბარას წელავს, რომელიც მათვე მოხვდებათ ცხვირშ".
სინდისის პატიმრების უპირობო გათავისუფლების გარეშე ვერანაირი ნორმალიზერა სხვა დასავლურ ქვეყნებთან ურთიერთობის ვერ მოხდება, ეს ყველამ ცხადად იცის, გარკვეულ ჩიხში არიან ესენი ამ მიმართულებით და დროთა განმავლობაში მაინც ოუწევთ ა ნაბიჯის გადადგმა, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ნაწილში ვართ უკომპრომისოები. ეს რეჟიმი ცდილობს, რომ რაღაცნაირად მოაჩვენოს თავი, რომ უკანდ ახევას არ აპირებს. იმის ინდიკატორიც არის, რომ რომ არ ახვედრებ, შიშები აქვთ იმასთან დაკავშირებით, რო ადგილზე რა შეიძლება ნახონ და რა მოისმინონ, ამიტომ ეს კიდევ აის მათი ლუსტრაცია, იმიტომ, რომ რაც ნაკლებად ითანამშრომლებენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ეს კიდევ ერთი აგურია მათი იზოლაციის და მათი არაღიარების პროცესის. ძალიან წელავენ ამ ზამბარას და საბოლოო ჯამში, ეს ძალიან ცხვირშ მოხვდებათ, - ამბობს ტატო ქელბაქიანი.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პერე ჟოან პონს სამპიეტროს განცხადებით, "ოცნების" ხელისუფლებას სთხოვეს პატიმრების, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის, მონახულების შესაძლებლობა, თუმცა მთავრობამ ამ მოთხოვნაზე უარით უპასუხა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს, ეუთოს წარმომადგენლებმა სთხოვეს საკითხის ხელახლა განხილვა და აღნიშნეს, რომ არსებული ვითარება, რაც ადგილზე ნახეს, მინიმუმ, აიძულებს ხელისუფლებას პატიმრების შესაძლო გათავისუფლებაზე დაფიქრდეს.