მოწმემ თქვა, რამდენიმე თვეა გასული და ამდენი ხნის შემდეგ კლასელსაც ვერ ვიცნობო - სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი
"ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, მაგის მერე რამდენიმე თვეა გასული და ამდენი ხანი რომ გავიდეს, ჩემს საკუთარ თანაკლასელსაც კი ვერ ვიცნობო" - ამის შესახებ სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულის ადვოკატმა, ჩელე ყურუამ განაცხადა.
ყურუას თქმით, მოწმეს დღეს არ ახსოვდა იმ პიროვნების აღწერილობა, რაც რამდენიმე თვის წინ გამოძებას ჩვენებაში დეტალურად აღუწერა.
სასამართლომ არ უნდა გაითვალისწინოს, როცა ადამიანს ერთ მომენტში ჩვენებას ართმევდნენ და ახსოვდა, ვინ დაესხა თავს, საკმაოდ დეტალურად აღწერა ის და შემდეგ უკვე დღეს აღარაფერი აღარ ახსოვს არც ერთი ნიშანთვისება და იმასაც კი ვერ იხსენებს, კონკრეტულად ეს პიროვნება დარბაზში ზის თუ არა",- ამბობს ჩელე ყურუა.
რა თქვა სდსს-ის თანამშრომელმა, გიორგი თათარაშვილმა სასამართლო პროცესზე:
- როცა მომიტინგეები მოვიდნენ ათონელის რეზიდენციასთან, დავინახე, რომ ხელში ეჭირათ სახელმწიფო დროშები. მე პირადად სხვა არაფერი დამინახავს. ეზოში არის გარე და შიდა განათება. (5 ოქტომბერს) პოლიციაში ჩვენების მიცემისას მახსოვდა, ვინ მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მაგრამ ახლა აღარ მახსოვს, ახლა შეიძლება ჩემი კლასელი ვერ გავიხსენო. ახლა არ მახსოვს. არ ვიცი, ახლა, ის პიროვნება ზუსტად იმყოფება თუ არა დარბაზში.