წახვალთ პაემანზე ისეთ ადამიანთან, რომელსაც არ მოსწონხართ? - მაჭარაშვილი ოპოზიციასთან დიალოგზე
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის განცხადების შემდეგ „ხალხის ძალის“ ლიდერი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობასთან“ დიალოგი ვერ გაიმართება. მისი მტკიცებით, ოპოზიცია რევოლუციურ საქმიანობაზე გადავიდა და ის პოლიტიკურ პარტიას აღარ წარმოადგენს.
თქვენ წახვალთ პაემანზე ისეთ ადამიანთან, რომელსაც არ მოსწონხართ და ადამიანად არ გაღიარსებს?, - ამბობს მაჭარაშვილი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
თქვენ თუ ნაცმოძრაობას ოპოზიციას უწოდებთ, ეს თქვენ პრობლემაა. იმიტომ, რომ ნაცმოძრაობამ დაამთავრა თავისი პოლიტიკური მოღვაწეობა და გადავიდა რევოლუციურ მოღვაწეობაზე. და, დიალოგში როგორ შევალთ რევოლუციონერებთან? რევოლუციონერებთან დიალოგში ვერ შეხვალ. შენ უნდა შეხვიდე დიალოგში პოლიტიკურ პარტიებთან. თქვენ წახვალთ პაემანზე ისეთ ადამიანთან, რომელსაც არ მოსწონხართ და ადამიანად არ გაღიარსებს?, - ამბობს მაჭარაშვილი.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ განცხადებას ავრცელებს.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია აღნიშნავს, რომ ვიზიტის მიზანი იყო "დიალოგის წახალისება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და პოლიტიკური სპექტრის ჩართულობის ხელშეწყობა".