“ქეშბექი“ დისტრიბუციის მოგონილია - "უნივერსამი"
"ქსელები ერთმანეთთან ძალიან მძიმე კონკურენციაში ვართ, დაწერილი და დაუწერელი წესებით" - ამის შესახებ სუპერმარკეტების ქსელ „უნივერსამის“ დამფუძნებელმა იოსებ ღუდუშაურმა ფასების შემსწავლელი საპარლამენტო ჯგუფის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
ბიზნემმენმა სადისტრიბუციო კომპანიებსა და რიტეილ სექტორს შორის არსებული „ქეშბექების“ პოლიტიკა გააკრიტიკა და თქვა, რომ ბაზარზე ფასების ფორმირებას არა ქსელები, არამედ მომწოდებლების მხრიდან არსებული კონკურენცია განაპირობებს.
ე.წ. „ქეშბექი“ სინამდვილეში დისტრიბუტორების მიერ შეთავაზებული სქემაა, რომლის მიზანიც ბაზარზე საკუთარი პოზიციების გამყარება და კონკურენტი კომპანიების ჩამოშორებაა - თქვა ბიზნეამენმა.
„ვადევნებდით თვალყურს [ფასების კომისიის] სხდომებს და მინდა, რამდენიმე საკითხს გავუსვა ხაზი. ყველაზე აქტიურად „ქეშბექების“ საკითხი დგას, რომლითაც სადისტრიბუციო კომპანიები აპელირებენ. ხშირ შემთხვევაში ეს მაჩვენებელი მაღალია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ აქ წარმოდგენილი კომპანიების წარმომადგენლები და ქსელები წამყვან როლს ვთამაშობთ ამ საქმეში. ანუ, ჩვენ ვერ ვკარნახობთ ბაზარს ფასს. მძაფრ კონკურენციაში ვართ ერთმანეთთან და ეს „ქეშბექებიც“ თავად დისტრიბუციისგან გამომდინარეობს.
არ მინდა ჩემს პარტნიორებზე ნეგატიურ კონტექსტში ვისაუბრო, მაგრამ მათ მიერ შემოთავაზებული ყოველი „ქეშბექი“ და ფასდათმობა, თავის მხრივ, მათივე მხრიდან კონკურენტის ჩამოშორების მცდელობას გულისხმობს. თუ რომელიმე დისტრიბუცია გარკვეულ ფასს ან კომერციულ პირობას გაძლევს, ტყუილად არავინ იძლევა ამ „ქეშბექს“. მის უკან დგას განზრახვა, რომ შეასუსტონ თავიანთი კონკურენტები. ეს დიდ ქსელებს აძლევს იმის საშუალებას, რომ მაქსიმუმი მოითხოვონ ფასდაკლებიდან, რაც საბოლოოდ ფასის ზრდას იწვევს.
ზოგადად, ჩემი შეხედულებით, „ქეშბექი“ შეფარული ფასდაკლებაა. კონკრეტულად, კომპანიებს არ სურთ, რომ კომერციული პირობები, რომლებსაც დისტრიბუტორი გვაძლევს, ცნობილი იყოს სხვადასხვა ქსელისთვის, ამიტომ „ქეშბექის“ ჭრილი ბუნდოვანია. ამას ნებისმიერი ადამიანი, რომელიც RS-ზე შევა, ვერ გაიგებს. კომერციული პირობა უცნობია და ეს მათივე შემოთავაზებული სქემაა, თორემ ჩემთვის, მაგალითად, სულერთია, „ქეშბექს“ მოვთხოვ თუ ფასდაკლებას. მე კონკრეტული დანარიცხი უნდა გავაკეთო იმ პროდუქტზე“, - განაცხადა იოსებ ღუდუშაურმა.
„ქეშბექი“, რომელზეც სადისტრიბუციო კომპანიები აპელირებენ, თავად დისტრიბუციისგან მომდინარეობს და ამის უკან კონკურენტების შესუსტების განზრახვა დგას - განმარტა ბიზნესმენმა.
ღუდუშაურმა აღნიშნა, რომ “ქეშბექი“ დისტრიბუციის მოგონილია.
არ მინდა ჩემს პარტნიორებზე ნეგატიურ კონტექსტში ვისაუბრო, მაგრამ მათი შემოთავაზებული ყველა “ქეშბექი“ და ფასდათმობა მათივე მხრიდან კონკურენტის ჩამოშორების მცდელობას გულისხმობს. თუკი რომელიმე დისტიბუცია რაიმე კომერციულ პირობას გაძლევს, ამ “ქეშბექს“ ტყუილად არავინ არ იძლევა. “ქეშბექის“ უკან დგას მათი განზრახვა, რომ შეასუსტონ თავიანთი კონკურენტები.
ეს დიდ ქსელებს იმის შესაძლებლობას აძლევს. რომ ამ ფასდაკლებიდან მაქსიმუმი მოსთხოვონ, რაც საბოლოოდ ფასის ზრდას იწვევს“, - განაცხადა ღუდუშაურმა.