მიქაუტაძე ამბობს, რომ ციხეში მისი "უყურადღებობის" გამო ზის - ექს-მაღალჩინოსნის ჩვენება
რომეო მიქაუტაძე ამბობს, რომ ციხეში მისი "უყურადღებობის" გამო ზის - ბრალდებული ექს-მაღალჩინოსნის თქმით, თავსი დროზე დეკლარაციაში ყველა ქონება სწორედ "უყურადღებობის" გამო ვერ ასახა - "სწორედ ამიტომ ვზივარ ახლა აქ".
როგორც მიქაუტაძე ირწმუნებოდა, ის "დეკლარაციის მძევალი აღმოჩნდა".
მისივე განმარტებით, ის 2022 წლიდან 2024 წლის თებერვლამდე ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადილედ მუშაობდა, რომელიც პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
რაც შეეხება ქონებებს: სახლებს, მიწის ნაკვეთებს, ავტომობილებს - ბრალდებული სასამართლოზე განმარტავს, რომ ისინი აღებული ხელფასებით შეიძინა.
თუკი რამე შეცდომაა ამ საქმეში და მე, სუბიექტს, რომეო მიქაუტაძეს რამე გადაცდომა მქონია, ეს არის ის, რომ უყურადღებოდ მოვეპყარი დეკლარაციის შევსებას და აღმოვჩნდი დეკლარაციის მძევალი. რადგან მთელი ჩემი ქონება არ აისახა მანდ. ეს იყო ჩემი უყურადღებობა და ამ უყურადღებობის გამო ვზივარ აქ. ასევე დეკლარაციაში შეტანილი არ მქონდა დანაზოგები. გეუბნებით, უყურადღებოდ ვეკიდებოდი ქონების დეკლარაციას“,- განაცხადა მიქაუტაძემ." - განაცხადა მიქაუტაძემ სხდომაზე.
ამასთან, ბრალდებულმა ექს-მინისტრმა ისაუბრა მშობლისგან ნაჩუქარ თანხაზეც და მიღებულ საჩუქრებზეც. რომეო მიქაუტაძემ ჩვენებაში ასევე ყურადღება გაამახვილა წეროვანში 2018 წელს შეძენილ ნაკვეთზეც, სადაც ხეხილის ბარებია მოწყობილი.
ეს წეროვნის სახლი 600 000 ევროდ. მანამდე ჩემს სამეგობროს შევთავაზე, ვინმეს ხომ არ უნდოდა ყიდვა. კახაბერ ქებურიამ გამოთქვა ყიდვის სურვილი და იყიდა. ჩემი ცოლი მივიდა კონკრეტულ ბანკში, მიუტანეს თანხა და ჩარიცხეს ჩემი ცოლის ანგარიშზე - განაცხადა მიქაუტაძემ.
საჩუქარი დედისგან ორჯერ მაქვს მიღებული 10 ათასი და 50 000 ლარი, გარდა ხელფასებისა. დაბადების დღეზე მაქვს მიღებული რამდენიმე საჩუქარი, დიდი ალბათობით ეს არის 2024 წელი, როცა უკვე საჯარო მოხელე აღარ ვიყავი. ასევე ალბათ მიმიღია 2017 წლამდეც. მქონდა სახლები ბათუმსა და თბილისში, რაც ჰესის გაყიდვის შემდეგ ვიყიდეთ. მქონდა 4 ბინა თბილისში, მიწის ნაკვეთები, საკმაოდ სოლიდურ ქონებაზეა საუბარი. 240 000 დოლარი იყო ჭავჭავაძის ბინა, 100 000 დოლარი ბახტრიონის ბინა. რაც შეეხება თანხების წარმომავლობას, გამოძიების მიერ ჩატარებული დოკუმენტებით, ისინი ამბობენ, რომ 2017 წლის თებერვლის მდგომარეობით - ბინების, მიწის ნაკვეთების, მანქანების გარდა ოჯახს ნაშთად ჰქონდა 340 000 ლარიო, ოღონდ მითითებული არ არის, რომ ქონება ჰესის გაყიდვის შედეგად შევიძინე. ანუ გამოძიებას ქონების ნაწილში დათვლილი აქვს სამი პერიოდი: 2017 წლამდე, 2024 წელი და 2024 წლის შემდგომ.
ამასთან, 2018 წელს, წეროვანში ვიყიდეთ ნაკვეთი, სადაც უნიკალური ჯიშის ხეხილი - ვაშლი, ყურძენი იყო მოყვანილი. დავიწყეთ ამ ნაკვეთის რეკონსტრუქცია, მოვაწყვეთ ბასეინი, იქ არსებული ძველი სახლი გავარემონტეთ, საკმაოდ დიდი თანხები გავწიეთ, მოვაწყვეთ იქ ფაზენდა ისე, რომ მწვადის შეწვა შეიძლებოდა და ა.შ. გავყიდეთ ეს წეროვნის სახლი 600 000 ევროდ. მანამდე ჩემს სამეგობროს შევთავაზე, ვინმეს ხომ არ უნდოდა ყიდვა. კახაბერ ქებურიამ გამოთქვა ყიდვის სურვილი და იყიდა. ჩემი ცოლი მივიდა კონკრეტულ ბანკში, მიუტანეს თანხა და ჩარიცხეს ჩემი ცოლის ანგარიშზე. ეს ქალი კი იძახის, საერთოდ არ ვყოფილვარ ბანკშიო“,- განაცხადა მიქაუტაძემ.
რაც შეეხება სასტუმროს, რომელიც ასევე გამოძიების საგანია, მიქაუტაძის თქმით, სასტუმროს წილის 50% ეკუთვნის მის მეუღლეს, 50% კი მეგობარს, ხოლო სასტუმრო მეგობართან ერთად ბანკიდან აღებული სესხით შეისყიდეს.
„ასევე მოცვის ბაღებზე მომიწყვეს გაუგონარი რამ, რაზეც ერთი ლარიც კი არ ჩამიდია. ჩემზე გადაცემა გადაცემაზე მიდიოდა: რომა არის ქვეყნის დამაქცევარიო. მსგავსი ფაქტების შემდგომ მანქანა გავაფორმეთ, ჩემი მეუღლის მეგობრის თათული კალანდარიშვილის სახელზე, თუმცა მანქანით ჩემი მეუღლე დადიოდა.
მყავს უაღრესად ვაჟკაცი და ღირსეული მშობლები, მამაჩემი მთელი თავის ცხოვრება ემსახურებოდა სახელმწიფოს. მუშაობდა უშიშროების სამსახურში, შემდგომ, ცხოვრებაში რაღაც შეემთხვა და ამის შემდგომი წლები მუშაობდა გარდაბნის თბოელექტროსადგურში თავისი პროფესიით, უსაფრთხოების სამსახურში. პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას. დედაჩემიც უაღრესად პატიოსანი და კეთილსინდისიერი მოქალაქეა. მუშაობს და გააჩნია სოლიდური შემოსავალი. ჩემი უსაყვარლესი პატარა ძმა, მუშაობდა უშიშროების სამსახურში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე, შემდგომ გადაინაცვლა ბიზნესში და წარმატებით ართმევს თავს. ჩემი შვილები, პირნათლად გავზარდეთ ოჯახმა, რომ ემსახურონ ქვეყანას. ერთი მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მეორე - მადრიდში არქიტექტურის განხრით. წარმატებით ართმევს თავს იმ დარიგებებს, რაც მე და ჩემმა მშობლებმა მივეცით"- განაცხადა მიქაუტაძემ.
ასევე ნახეთ რომეო მიქაუტაძის ჩვენების სხვა ფრაგმენტი:
ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მიქაუტაძეს ჯამში 8 499 334 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავებიან. ბრალდების მხარის თქმით, თემატური რევიზიის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ შეადგინა 8 499 334 ლარი.